Breadcrumb

კარიერა სანტენში

დაინახე მომავალი

სანტენი ცდილობს დაიცვას ერთერთი ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, მხედველობა. ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას იმაში, რომ გავხდეთ რეგიონში წამყვანი ოფთალმოლოგიური კომპანია. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ევროპის, შუა აზიის და აფრიკის ქვეყნებში და დღეს 50 ქვეყანას მოვიცავთ. ჩვენი გუნდი შედგება ამბიციური, მიზანმიმართული ადამიანებისაგან, რომლებსაც აერთიანებთ ხედვა: შევქმნათ უკეთესი გამოსავალი ჩვენი პაციენტებისათვის. 

თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ შეესაბამებით ამ აღწერილობას ჩვენ მოხარულები ვიქნებით გაგიცნოთ. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს წარმატებას და გაიზრდებიან ჩვენთან ერთად. 

თუ თქვენ ეძებთ ახალ შესაძლებლობებს და თუ არ გაშინებთ გამოწვევები, თუ თქვენ გჯერათ სამართლიანი და ეთიკური პრინციპების გამოყენების საქმის წარმართვაში, შესაძლოა თქვენ სანტენის გუნდის წევრობის იდეალური კანდიდატი იყოთ.

ჩვენი თანამშრომლების საქმიანობაში ჭარბად არის წარმოდგენილი საინტერესო გამოწვევები, რომლებიც უწყვეტი განვითარებისა და ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენი გუნდის წევრებს საშუალება აქვთ განავითარონ თავიანთი ცოდნა და სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის პირობებში.