Breadcrumb

გამოყენების პირობები

გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე წესები 

შესავალი 

ამ ვებგვერდს (www.santen.ge) ფლობს და მართავს  Santen Oy ("სანტენი"), რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას Santen Oy-ის საქართველოს ადგილობრივი წამომადგენლების საშუალებით ახორციელებს. ვებგვერდი შექმნილია იმ მიზნით, რომ ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორებს (“თქვენ”, “თქვენი” ან  “მომხმარებლები”) მიაწოდოს ზოგადი ინფორმაცია სანტენის საქმიანობის შესახებ, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ,  ასევე პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ მოცემულ პუნქტში) და სხვა კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული ინფორმაცია.  

ვებგვერდის გამოყენების პირობები ("პირობები"), ასევე სანტენის ვებგვერდის კონფიდენციალურობის დებულება ვებგვერდის გამოყენებას არეგულირებს.  ვებგვერდზე  შესვლით ან სხვაგვარად გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით, რომ  ვებგვერდი ამ პირობებს ექვემდებარება, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ, და სულ მცირე 18 წლის ხართ.

სანტენი იტოვებს უფლებამოსილებას შეცვალოს ზემოაღნიშნული პირობები ნებისმიერ დროს თქვენი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაშია ამ ვებგვერდზე განთავსებისთანავე. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ  ვებგვერდის თქვენ მიერ წვდომა ან გამოყენება  შეცვლილი პირობების საბოლოო მიღებად ჩაითვლება.

ლიცენზია და გამოყენების სფერო 

ვებგვერდი, მათ შორის მისი  „ინტერფეისი და კონტენტი“ და მთელი მისი შინაარსი, რომელიც მოიცავს და არა მხოლოდ,  ტექსტებს, სურათებს, გრაფიკულ გამოსახულებებსა და  ვიდეო ფაილებს  დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობებითა და ხელშეკრულებით მთელს მსოფლიოში.   აღნიშნული კონტენტი ეკუთვნის ან ლიცენზირებულია სანტენისთვის. ასევე, ყველა უფლება დაცულია. 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან  არაფერი არ უნდა ჩაითვალოს ლიცენზიის ან  სხვა უფლებების მინიჭებად სანტენის ან ნებისმიერი მესამე მხარის ნებისმიერი  პატენტის, სავაჭრო ნიშნის, საავტორო უფლებების ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების საფუძველზე. სანტენმა შეიძლება შეწყვიტოს, შეცვალოს ან შეზღუდოს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება რაიმე მიზეზით და გაფრთხილების გარეშე.     
 
პირადი, არაკომერციული გამოყენების გარდა,  სანტენის წინასწარი ნებართვის გარეშე ვებგვერდის კონტენტის კოპირება, ჩამოტვირთვა, შეცვლა, გავრცელება, მესამე მხარეებისთვის  ხელმისაწვდომობა დაუშვებელია.   

თუ სხვაგვარად  არ არის მითითებული,  ვებგვერდზე არსებული ყველა სავაჭრო ნიშანი დაცულია სავაჭრო ნიშნის შესახებ კანონით. ვებგვერდზე გამოსახული,  სანტენის პროდუქციის სახელები, ლოგოები, დიზაინი, ლოზუნგები და სავაჭრო სტილი  რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, სავაჭრო სახელებს ან დიზაინს წარმოადგენს და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, ამ უფლებების შემლახავი ნებისმიერი ქმედება კატეგორიულად აკრძალულია.

ვებგვერდზე განთავსებული სხვა კომპანიის, პროდუქტისა და მომსახურების სახელები შეიძლება მესამე მხარის საკუთრებაში მყოფ  სავაჭრო ნიშნებს ან მომსახურების ნიშნებს წარმოადგენდეს. 

პასუხისმგებლობის უარყოფა და შეზღუდვა 

 ვებგვერდი და  მასში შემავალი ინფორმაცია ხელმისაწვდომია „არსებული სახით“, რაიმე სახის გარანტიის გარეშე, არც გამოხატულით და არც ნაგულისხმევით. არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდზე  განთავსებული ინფორმაცია განახლებული, ზუსტი, ან სრულყოფილია, შესაბამისად, არ უნდა დაეყრდნოთ მას რაიმე სახის გადაწყვეტილების მისაღებად ან მოქმედების განსახორციელებლად.  აქვე,  უარვყოფთ ნებისმიერ გარანტიას  ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის განთავსების შეჩერების მიმართ, ან რომ ვებგვერდი თავისუფალია ვირუსებისგან, ქსელის ჭიებისგან, „ტროას ცხენისგან“ ან სხვა კოდისგან, რომელიც გამანადგურებელი ან დესტრუქციული თვისებებით ხასიათდება. 

სანტენი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ვებგვერდის კონტენტი იყოს ზუსტი, სრულყოფილი და განახლებული, თუმცა სანტენი ცალსახად უარყოფს ნებისმიერ გარანტიას ან წარმომადგენლობას მისი სიზუსტის, სისრულის ან მოქმედების ვადის შესახებ.

უფრო მეტიც, სანტენი იტოვებს უფლებამოსილებას, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ვებგვერდის ფუნქციონირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე და არ იღებს პასუხისმგებლობას  შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ან ზარალის გამო.  

ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებამდე მის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობას კისრულობთ თქვენ. ვებგვერდისა და მისი  შინაარსის გამოყენება მხოლოდ თქვენს რისკს წარმოადგენს. კომპიუტერული ვირუსების, ქსელის ჭიების და ა.შ. შედეგად დაზიანების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება თქვენი პასუხისმგებლობაა და  ნებისმიერი ასეთ დესტრუქციული თვისებებით გამოწვეულ ზარალზე სანტენი არ არის პასუხისმგებელი. 

სანტენი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანის გამო, რომელიც  გამოწვეულია ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ან თვით ვებგვერდის გამოყენებით.

სამედიცინო ან პროფესიონალური სერვისების  შესახებ რჩევის უარყოფა 

ვებგვერდის კონტენტი  მიზნად ისახავს სანტენის სამკურნალო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ზოგადი ინფორმაციული რესურსის უზრუნველყოფას, ასევე მათთან  დაკავშირებული დაავადებების შესახებ   ცნობიერების ზრდას და  სამეცნიერო და საგანმანათლებლო  ინფორმაციის მიწოდებას,  და არ არის გათვალისწინებული და არ უნდა იქნას გამოყენებული ან მიჩნეული სამედიცინო აზრის ან სამედიცინო რჩევის შემცვლელად ნებისმიერ კონკრეტულ სამედიცინო საკითხთან  ან ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ვებგვერდის მომხმარებლებს  სპეციალურად ურჩევენ, მიმართონ რჩევისთვის სამედიცინო პერსონალს ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიძლება მკურნალობას საჭიროებდეს. 

ინფორმაცია მომხმარებლებისგან 

სანტენი არ არის ვალდებული ვებგვერდთან დაკავშირებით  კომუნიკაცია ელ-ფოსტის ან საფოსტო ფორმის საშუალებით აწარმოოს. თუ კანონით სხვაგვარად არ არის დადგენილი, და  გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის დებულებით, გათვალისწინებული შემთხვევებისა, თქვენ მიერ  ვებგვერდის  ელ-ფოსტის საშუალებით ან სხვაგვარად  მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, მათ შორის მონაცემები, კითხვები, კომენტარები, შეთავაზებები ან მსგავსი საკითხები, განიხილება როგორც არაკონფიდენციალური და არამესაკუთრეობრივი.

კონფიდენციალურობა 

ვებგვერდის საშუალებით შეგროვებული ნებისმიერი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დამუშავდება და გამოყენებულ იქნება ჩვენი კონფიდენციალურობის დებულების საშუალებით,  ასევე   ჩვენი ქუქი-ფაილების დებულების შესაბამისად,  რომელიც წინამდებარე პირობებში გაერთიანებულია მითითების სახით.   კონფიდენციალურობის გამოცდილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: privacy-emea@santen.com.

თუ წერილობით სხვაგვარად არ შევთანხმდებით,  ჩვენი მოთხოვნაა,   ჩვენი თანამშრომლების ან/და მესამე მხარეების შესახებ ჩვენგან მოწოდებული ნებისმიერი  პერსონალური ინფორმაცია გამოიყენოთ მხოლოდ თქვენთვის გაცხადებული მიზნებისთვის და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობებისა და რეგულაციების შესაბამისად.

დასაქმების შესაძლებლობები

ჩვენ მივესალმებით სანტენში დასაქმების მიმართ ინტერესის გამოხატვას. სანტენი არ ახდენს დაქირავების ან დასაქმების დროს დისკრიმინაციას რასის, ფერის, რელიგიის, შეზღუდული უნარების, ეროვნული წარმოშობის, ასაკის, სქესის ან ნებისმიერი სხვა მახასიათებლის საფუძველზე, რომელიც დაცულია მოქმედი ფედერალური, შტატის ან ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ აცნობიერებთ, რომ ამ ვებგვერდზე   თქვენი რეზიუმეს განსათავსებლად მოწვევა ან  სამსახურეობრივი ვაკანსიის მიმართ ინტერესის გამოხატვა არ ნიშნავს და არ წარმოშობს ხელშეკრულებას თქვენსა და სანტენს შორის დასაქმების ან რაიმე სხვა სარგებელის მისაღებად. თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენ მიერ სანტენის მიმართ გაგზავნილი  ნებისმიერი შეტყობინება დასაქმების შესახებ არ განიხილება, როგორც  დასაქმების შესახებ განცხადება და სანტენის მხრიდან მასზე რეაგირების ვალდებულებას არ წარმოშობს. იმ შემთხვევაში, თუ სანტენი  თქვენთან მიმართებაში დასაქმების შესაძლებლობების შესწავლით დაინტერესდება, ჩვენ დაგიკავშირდებით თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ. 

სანტენთან დასაქმების შესაძლებლობების შესასწავლად ეწვიეთ ჩვენს კარიერის ვებგვერდს. წინასწარი დასაქმებისა და დაქირავების მიზნით, სანტენის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ  ინფორმაციისთვის, გთხოვთ, წაიკითხოთ ჩვენი დასაქმების დებულება.

მესამე მხარის ვებგვერდები და ბმულები 

თქვენი კომფორტისთვის ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მესამე მხარის ვებგვერდების  ბმულები. ასეთი ბმულები სანტენის მიერ მესამე მხარის პროდუქტების ან სერვისების, ან ნებისმიერი ასეთი მესამე მხარის ვებგვერდების კონტენტის  მხარდაჭერის დამოწმებას არ წარმოადგენს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული მესამე მხარის ვებგვერდების კონტენტების შესახებ სანტენი პასუხისმგებელი ან უფლებამოსილი არ არის და თქვენ მიერ მათი გამოყენებით განპირობებული დანაკარგის ან ზარალის მიმართ პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ამ ვებგვერდზე მიბმულ ნებისმიერ ვებგვერდზე წვდომა თქვენს რისკს წარმოადგენს. 

გარდა ამისა, თუ ამ ვებგვერდის  განთავსებას ნებისმიერ სხვა ვებგვერდზე აპირებთ, ან თუ წინამდებარე პირობებში მითითებული წესებისგან  განსხვავებით გამოყენებას აპირებთ, საჭიროებთ  სანტენისგან წინასწარ წერილობით ნებართვას. გთხოვთ,  გაითვალისწინოთ, რომ  ნებისმიერი ვებგვერდის კონტენტის შესახებ, რომელიც სანტენის მოცემულ ვებგვერდს აქვეყნებს ან იყენებს, სანტენი პასუხისმეგბლობას ან უფლებამოსილებას არ იღებს.

სოციალური მედია 

ამ ვებგვერდზე განთავსებული ახალი ამბების რელიზები, ფინანსური ანგარიშები და ყველა სხვა კონტენტი, სანტენის ოფიციალურ პოლიტიკასა და პოზიციებს ასახავს.   სანტენი  სოციალური მედიის ანგარიშებს (როგორიცაა:  LinkedIn, Twitter) უახლესი ამბებისა და აქტივობებისთვის კომუნიკაციის არხების სახით ინარჩუნებს, ისევე როგორც  გარე აუდიტორიის კარიერული შესაძლებლობებისთვის. თუმცა სანტენის თანამშრომლების მიერ სოციალური ქსელის გვერდებსა და სხვა მსგავს სერვისებზე განთავსებული ინფორმაცია სანტენის პოლიტიკას ან პოზიციებს არ ასახავს.  

ჩვენი კორპორატიული კომუნიკაციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ჩვენს ხედვასთან და არსებულ ეთიკის, სამართლებრივ და მარეგულირებელ სტანდარტებთან,    წარმოდგენილი გვაქვს რამდენიმე ძირითადი მითითება,  რათა  სანტენის სოციალური მედიის ჯეროვნად გამოყენების შესახებ  ჩვენი მოსაზრების აღქმაში გაგიწიოთ დახმარება.  დამატებითი ინფორაციისთვის გთხოვთ, წაიკითხოთ ჩვენი ოფიციალური სოციალური მედიის გლობალური გამოყენების პირობები.

მარეგულირებელი კანონი, იურისდიქცია და გამიჯვნა  

წინამდებარე გამოყენების პირობები რეგულირდება და განმარტებულია  ფინეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა სამართლებრივი პროცედურა,  რომელიც ამ პირობებთან  ან ვებგვერდთან მიმართებით ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ უთანხმოებას ეხება, ჰელსინკის, ფინეთის სასამართლო იურისდიქციას  ექვემდებარება.

სანტენი განმარტავს, რომ  ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია    სხვა ადგილებში გამოსაყენებლად   შესაბამისი ან ხელმისაწვდომი არ არის და სანტენის ვებგვერდზე წვდომა იმ ტერიტორიებიდან, სადაც ვებგვერდის კონტენტი შეიძლება უკანონი იყოს, აკრძალულია. ისინი, ვინც ვებგვერდზე წვდომას საქართველოს გარდა სხვა ტერიტორიებიდან ან ქვეყნებიდან ირჩევენ, ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ და იღებენ პასუხისმგებლობას მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. 

თუ წინამდებარე პირობების ზოგი პუნქტი კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლოს მიერ  ძალადაკარგულად ან შეუსრულებლად მიიჩნევა,  ამ პირობების  სხვა პუნქტები რჩება ძალაში და რჩება მოქმედი. ასეთ შემთხვევაში სანტენმა შეიძლება ნებისმიერი ასეთი ძალადაკარგული ან შეუსრულებელი პუნქტი, შესაბამისი გზით, მოქმედი და შესრულებადი პუნქტით ჩაანაცვლოს, რომელიც, შეძლებისდაგვარად, ასეთი ძალადაკარგული ან შეუსრულებელი პუნქტით განსაზღვრულ ეკონომიკურ, ბიზნეს და სხვა მიზნებს მიაღწევს.

პასუხისმგებლობა და დარღვევები 

ვებგვერდის გამოყენების ან მასზე წდომის მიმართ ყველა პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ,  ამ ვებგვერდის საშუალებით სანტენზე წვდომის ან სხვა ლიტერატურის მოპოვების ჩათვლით, და  უარს აცხადებთ სანტენის წინააღმდეგ პრეტენზიებზე ან სარჩელზე. 

გარდა ამისა, იძლევით გარანტიას, რომ  ვებგვერდს არ გამოიყენებთ შემდეგი მიზნებით:

(ა) სხვისი პირადი ცხოვრების უკანონო, საზიანო, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, შემავიწროებელი, მზაკვრული, შემარცხვენელი, ვულგარული, უხამსი, ცილისმწამებლური, აგრესიული შინაარსის ატვირთვა, გამოქვეყნება, ელ-ფოსტით გაგზავნა ან სხვაგვარად გადაცემა, რომელიც სიძულვილის შემცველია ან შეურაცხმყოფელია რასობრივად, ეთნიკურად ან სხვა სახით; 
(ბ) თქვენი მონაცემების გარდა, სხვისი პირადი მონაცემების ატვირთვა, გამოქვეყნება, ელ-ფოსტით გაგზავნა ან სხვაგვარად გავრცელება, ამ პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.    
(გ) ნებისმიერი კონტენტის ატვირთვა, გამოქვეყნება, ელ-ფოსტით გაგზავნა ან სხვაგვარად გავრცელება, რომელიც ნებისმიერი მხარის პატენტის, სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო საიდუმლოს, საავტორო უფლებებს ან სხვა საკუთრების უფლებებს არღვევს;
(დ) ამ ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციის დარღვევა, ნებისმიერი ფასიანი ქაღალდების შესახებ გამოქვეყნებული რეგულაციების ჩათვლით და არა მხოლოდ; ან
(ე) სხვა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა.
    

 თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ უკანონო ქცევის, წინამდებარე პირობების დარღვევის ან რაიმე სახით შეუსაბამობის შემთხვევაში,   ვებგვერდზე წვდომის შეწყვეტა შეგვიძლია.  გარდა ამისა,  ვიტოვებთ უფლებამოსილებას წავშალოთ ყველა მასალა, რომელიც შეუსაბამოა, უკანონოა ან რაიმე ფორმით ჩვენ მიერ მიღებულ ღირებულებებსა და ეთიკურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

შეუსაბამო კონტენტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლებს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობონ შემდეგ მისამართზე: nino.gerzmava@santen.com.

საკონტაქტო ინფორმაცია 

ამ პირობებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: nino.gerzmava@santen.com.

ბოლო განახლება: 2021 წლის 11 იანვარი